პატივცემულო კოლეგებო

მოსაწვევი 2023 Your browser does not support PDF

ჩვენთვის დიდი პატივია კვლავ მოგიწვიოთ თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიურ კონფერენციაში TIOC 2023 მონაწილეობის მისაღებად.

წლიდან წლამდე უამრავი სიახლე ინერგება ოფთალმოლოგიაში, ჩნდება ახალი ტექნოლოგიები და აპარატურა,  იხვეწება თერაპიული და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. თბილისის საერთაშორისო კონფერენცია იძლევა საშუალებას გარკვეულწილად ყველაფერი ამის თანამონაწილე გავხდეთ.

კეთილ ტრადიციად ქცეული კონფერენციათა ციკლი წელს მე-18 გაიმართება. დაგვეთანხმებით, რომ ეს უკვე მთელი ეპოქაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა ფაქტი, რომ თბილისის კონფერენცია თანდათან უფრო ცნობადი ხდება მთელ მსოფლიოში და ინფორმაცია მის შესახებ მრავალ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციების რესურებს შორის არის მოხსენიებული.

კონფერნციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი გახლავთ ონლაინ რეგისტრაციის გავლა. გთხოვთ დეტალები  იხილოთ კონფერენციის საიტზე: https://tioc.ge/ge/registration

მივესალმებით თქვენს სურვილს კონფერენციაზე წარმოადგინოთ სამეცნიერო მოხსენება. მოხსენების ვიზუალური ნაწილი შესრულებული უნდა იყოს Power Point-ში ინგლისურ ენაზე. ვერბალური ნაწილის მოხსენება შესაძლებელია ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე (ხანგრძლივობა არაუმეტეს 7 წუთისა). კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო შრომები დაიბეჭდება. თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით (Word), არაუმეტეს A4 ფორმატის ორი სტანდარტულად აკრეფილი გვერდისა, ქართულ-ინგლისურ, რუსულ-ინგლისურ ან მხოლოდ ინგლისურ ენებზე (ინგლისური სავალდებულოა).

კონფერენცია ტრადიციულად მულტიპროფილური გახლავთ და წარმოდგენილი იქნება როგორც სამეცნიერო მოხსენებები ისე სალექციო ნაწილი.

სამეცნიერო საბჭო უფლებას იტოვებს მოახდინოს მოხსენებების სელექცია. მოხსენებების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 2023 წლის 1 ნოემბერი.

ღონისძიება გაიმართება 2023 წლის 16 და 17 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტის სააქტო დარბაზში (მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი 4). რეგისტრაცია დაიწყება დილის 08:30 ხოლო საკუთრივ კონფერენცია 10:00 საათზე.

კონფერენცია იმართება საქართველოს პედიატრიული ოფთალმოლოგიის და სტრაბიზმოლოგიის, საქართველოს ახალგაზრდა ოფთალმოლოგთა საზოგადოების და International Society for Eye and Vision Research (ISEVR) ეგიდით.

პატივისცემით,

ზაზა ხოტენაშვილი

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე

ტელ.: +995 598 297 297 | ფაქსი: +995 322 432 046

ელ-ფოსტა: tiocgeo@yahoo.com

www.tioc.ge