მატიანე

პატივცემულო მეგობრებო, 

 

კონფერენციებსა და სხვადასხვა შეხვედრებზე ჩვენ რამდენჯერმე გავაჟღერეთ ოფთალმოლოგიური მატიანის შექმნის იდეა. 

გადავწყვიტეთ ამ იდეას ხორცი შევასხათ. გვინდა შევქმნათ კრებული ქართული ოფთალმოლოგიის შესახებ ფოტოებით, ბიოგრაფიებითა და მოგონებებით.

გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ: ბიოგრაფია, სურათები, ჩანაწერები, სამედიცინო მიღწევები, რასაც ჩათვლით საჭიროდ.

ღრმა მადლიერებით მივიღებთ აგრეთვე ინფორმაციას ქართული ოფთალმოლოგიის სფეროში მოღვაწე ამჟამად გარდაცვლილ პიროვნებებზე.

აქვე გთავაზობთ მცირე ამონარიდს უკვე ჩვენს ხელთ არსებული მასალებით.

 

წინასწარ გიხდით მადლობას

პატივისცემით

საორგანიზაციო კომიტეტი