ისტორია
- მთავარი
- ისტორია
თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენცია
Tbilisi International Ophthalmology Conference (TIOC)
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქართულ ოფთალმოლოგიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების თვალსაზრისით დიდი ვაკუუმი იყო შექმნილი. სწორედ აღნიშნულმა რეალობამ გვიბიძგა დაგვეწყო კონფერენციების ციკლი რათა საქართველოს ოფთალმოლოგებისათვის მიგვეცა საშუალება გაცნობოდნენ თანამედროვე ოფთალმოლოგიის სამეცნიერო მიღწევებსა თუ დანერგილ სიახლეებს.
პირველმა კონფერენციამ წარმატებით აიღო სათავე 2005 წელს რომელიც ჩატარდა ნაციონალური ოფთალმოლოგიური ცენტრის ბაზაზე. მეორე და მესამე კონფერენცია (2006 და 2007 წლები) გაიმართა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ხელოვნების ცენტრში "მუზა"-ში. 2010 წლიდან კონფერენციები იმართება უკვე "თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენციის" სახელწოდებით.
კონფერენციას დიდი დადებითი რეზონანსი მოჰყვა როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. იმ დროიდან მოყოლებული წლიდან წლამდე ფართოვდება აღნიშნული ეგიდით გამართულ კონფერენციებში მონაწილე ქვეყნების გეოგრაფია, მონაწილე დელეგატთა რიცხვი და დაინტერესებული კომპანიების რაოდენობა. სადღეისოდ თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენცია კარგად არის ცნობილი მრავალი ქვეყნის ოფთალმოლოგიურ საზოგადოებაში.
თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენციის მიზანია იყოს საინტერესო და სასარგებლო პრაქტიკოსი ოფთალმოლოგებისათვის.