Tbilisi International Ophthalmology Conference
TIOC  2017

16-17 დეკემბერი, 2017

პატივცემულო კოლეგებო, პატივი გვაქვს მოგიწვიოთ ოფთალმოლოგიურ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფე . . . >>

პროგრამა რეგისტრაცია

ჩვენ შესახებ

თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენცია

Tbilisi Interntional Ophthalmology Conference (TIOC)

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქართულ ოფთალმოლოგიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების თვალსაზრისით დიდი ვაკუუმი იყო შექმნილი. სწორედ აღნიშნულმა რეალობამ გვიბიძგა დაგვეწყო კონფერენციების ციკლი რათა საქართველოს ოფთალმოლოგებისთვის მიგვეცა საშუალება გაცნობოდნენ თანამდროვე ოფთალმოლოგიის სამეცნიერო მიღწევებსა თუ დანერგილ სიახლეებს.

პირველმა კონფერენციამ წარმატებით აიღო სათავე 2010 წელს, როდესაც თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ხელოვნების ცენტრ "მუზა"-ში გაიმართა პირველი შეხვედრა თბილისის საერთაშორისო ოფთალმოლოგიური კონფერენციის ეგიდით.

კონფერენციას დიდი დადებითი რეზონანსი მოჰყვა როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. იმ დროიდან მოყოლებული წლიდან წლამდე ფართოვდებოდა აღნიშნული ეგიდით გამართულ კონფერენციებში მონაწილე ქვეყების გეოგრაფია, მონაწილე დელეგატების რიცხვი და დაინტერესებული კომპანიების რაოდენობა. სადღეისოდ თბილისის საერთაშორისო კონფერენცია ფართოდ არის ცნობილი მრავალი ქვეყნის ოფთალმოლოგიურ საზოგადოებაში.

თბილისის საერთაშორისო კონფერეციის მიზანია იყოს საინტერესო და სასარგებლო პრაქტიკოსი ოფთალმოლოგებისთვის.